ბოროტების სტრატეგიის ერთი პატარა ნაყოფი დღესაც ვნახეთ - ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს ვინმე უსახელო ძველი ბიჭი ლამის მანქანით დაეჯახა, აგინა და დაემუქრა. ალბათ გახსოვთ, როგორ მოიხსენია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა პოლიცია, როცა მიკროფონის დასაბრუნებლად სამართალდამცველებს მივმართეთ, ვიღაცეები მოვიდნენო. ასეთივე აგდებულად მოიხსენია დღეს ამ უსახელო ძველმა ბიჭმა პატრული.
წულუკიანის დანაშაული ჩადენილია კამერების წინ - საქმეს არ აქვს მსვლელობა. ამჯერადაც კამერების წინ - სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანქანას მართავდა - საფრთხე შეუქმნა მისთვის მიუღებელ ადამიანებს.
იხილეთ ასევე: