გაუპატიურებაში ბრალდებული მასწავლებელი ყოფილმა პოლიციელმა გაიტაცა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ისტორიის 64 წლის მასწავლებელი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილმა პოლიციელმა, ტატო ვასაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით გაიტაცა, ფიზიკურად გაუსწორდა და თანხა გამოსძალა. პედაგოგთან ერთად გაიტაცეს მისი შვილიც. ტატო ვასაძე, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ნათესავია. 

არსებული ინფორმაციით, შსს-მ ვასაძეების ოჯახში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარა. ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ვასაძეების ოჯახი. ამ დროისთვის სამართალდამცველები ტატო ვასაძის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. 

"მასწავლებელთან არაფერი არ აკავშირებდა მაგას. ის გოგო, ვიზეც ითქვა, ის გოგო ჩემს შვილიშვილთან ერთად გაზრდილია, ერთად მეცადინეობდნენ და დადიოდნენ, სხვა არაფერი არ აკავშირებდა მაგას",- ამბობს ტატო ვასაძის მამა ავთანდილ ვასაძე. 

ისტორიის მასწავლებლის ადვოკატი დავით მამალაძე ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები პედაგოგის უდანაშაულობას ადასტურებს. 

"არავითარი სექსუალური ძალადობა არ ყოფილა. უამრავ პედაგოგს აუწევია ჩემთვის ყური და უამრავ პედაგოგს ჩემთვის ალერსიანი ფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარყვნილ ქმედებაში დავდოთ ვინმეს ბრალი",- ამბობს ადვოკატი დავით მამალაძე. 

დაკავებულია ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი. ბრალდებული პედაგოგი, რომელსაც 
საკუთარ  მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან, წინასწარპატიმრობაში რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი