"პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება" | სიძულვილის პოსტერები For.ge-ს რედაქტორის, იაკობაშვილის ინიციატივით გააკრეს

გამოქვეყნდა:

სიძულვილის პლაკატები თბილისში, ერთ-ერთი პრორუსული გამოცემის, For.ge-ს რედაქტორის, გიორგი იაკობაშვილის ინიციატივით გააკრეს. ამის შესახებ მან Facebook-ზეც დაპოსტა. სოციალურ ქსელში ის სიძულვილით სავსე პოსტს აქვეყნებს და მედიამენეჯერებს მიმართავს: 

მედიაზონდერებო, აი, მართლა იმას რა ვუთხარი, ვინც თქვენ ჟურნალისტები გიწოდათ... ქუჩაში ტიტლიკანად სირბილი, მემორიალზე ცეკვა, იქვე მოსაქმება და ათასი სისაძაგლე გამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა - უკანონობა, ხომ?!

ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია. სიმართლე კი, ყოველთვის კარგია, რადგან სიმართლე სინათლეა. არ მოგეწონათ, ხომ?! ვინც ნახა, ყველამ მხარი დაგვიჭირა, უკლებლივ ყველამ!

ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე - "დავასრულოთ" - რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის.

მაშ, თბილისისთვის 48 მილიონის მოპარვა შეიძლება, მკვლელებისთვის მკვლელების დაძახება კი, უკანონობაა? ხაბეიშვილს ებარებოდეთ და იმას კიდე... ალისტრახოს. მაგრამ იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც თქვენ გაგაბლატავათ, თქვენ - მოძალადეები, მკვლელები, რეკეტიორები, ფლიდები, გაიძვერები, არამზადები...

ბევრ ეპითეტს ჩამოვთვლიდი, ყველაზე საზიზღრებს, მაგრამ ერთიც საკმარისია, რადგან ყველას იტევს - "ნაცები"!!! აქვე ვიტყვი, რომ შარშან ლადო კახაძე პირადად შემპირდა, რომ ფრანგულ კანონს "ცილისწამების შესახებ" გადმოაქართულებდა, მაგრამ მას შემდეგ კახაძეს ამ კანონის შესახებ არც სიტყვა დაუძრავს და არც სადღეგრძელო. ხოლო ჩვენ - ჩემი მეგობრები ნამდვილი კოლეგები, თანამოაზრეები და უბრალოდ, ყველა წესიერი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია, სოლიდარობა და ტრადიციული ევროპის ტრადიციული ღირებულებები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა არ დაგივიწყოთ.

მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი... პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც... არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ, - წერს იაკობაშვილი.

ცნობილია, რომ იაკობაშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი და მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის, ირაკლი გვასალიას ბიძაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი