სად წაიღეს სახლიდან გატაცებული ლექსო ლაშქარავას ცხედარი? - თქვენ ახლა პირველად ნახავთ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებს, საიდანაც ჩანს რომ, შესაძლოა, პოლიციის მანქანამ ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად გვამი სულ სხვა მისამართზე გადაიტანა.
ეს ეჭვი პირველივე დღეს გაჩნდა, როდესაც ლექსოს სახლიდან გამოსული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ მივიდა. ამდენი დრო მას არანაირად არ უნდა დასჭირვებოდა.
ამ დროს, გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში წერია, რომ ბიურომდე ცხედრის მიტანას თურმე მხოლოდ ოცი წუთი დასჭირდა. მაშინ რანაირად დააფიქსირა კამერებმა ბიუროში ავტომობილის შესვლა ერთი საათით გვიან, რაც ყველამ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვნახეთ?
ვინაიდან, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დასმული კითხვებისა თუ გაგზავნილი წერილების მიუხედავად, არანაირი განმარტება ამ შეუსაბამობის ასახსნელად ოფიციალურმა სტრუქტურებმა არ მოგვცა.
ამიტომ თვითონ დავიწყეთ მოქმედება - მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ იმ მომენტში, როდესაც, გამოძიების მიხედვით, ლექსოს ცხედარი უკვე ბიუროში ასვენია, რეალურად პოლიციის ავტომობილი ტრასაზეა და, უფრო მეტიც - საერთოდ არ უხვევს ექსპერტიზის ბიუროსკენ და მიდის გლდანის ხიდებისკენ.
ლაშა კვესელაძის სიუჟეტი - "სად წაიღეს ლექსოს ცხედარი?"