"თვალთმაქცური გარიგება" მეზობელთან და დაკარგული სახლ-კარი | ვის ეკუთვნის ქონება

გამოქვეყნდა:

ყვარელი, ცენტრალური ქუჩა, ჭავჭავაძის სახელობის... სხვა შენობებთან ერთად, აქ დგას ერთი სახლი თავის ეზოთი. მისი მფლობელი ცოტა ხნის წინ ორი და იყო. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა თავისი წილის ნაწილობრივ მეზობლისთვის მიყიდვა, თუმცა თავისი დის ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. 

ერთადერთი გამოსავალი საკუთარი წილის მთლიანად გაყიდვა იყო. ამიტომ მან ფორმალურად მისი კუთვნილი მთელი ქონება მეზობელს გადაუფორმა და თან სიტყვიერად გაურიგდა, რომ გარკვეული ოპერაციების შემდეგ მეზობელი ქონების ძირითად ნაწილს უკან დაუბრუნებდა. 

მაგრამ მეზობელმა გადაწყვიტა, ქონება თავისთვის დაეტოვებინა და არაფერიც აღარ დაებრუნებინა. ეს არის კარ-მიდამოს უკვე ყოფილი მფლობელის მონათხრობი. მაგრამ მეზობელი სულ სხვა რამეს ყვება. 

ის ამტკიცებს, რომ არანაირი მოლაპარაკება ქონების უკან დაბრუნების შესახებ არ ყოფილა და კარ-მიდამოს ყოფილი მფლობელი უბრალოდ იტყუება და მოტყუებით ცდილობს გაყიდული კარ-მიდამოს უკან დაბრუნებას.

ვინ არის სინამდვილეში მართალი და ვის ეკუთვნის ბოლობოლო ქონება - ამის გარკვევას ახლა სასამართლოები ცდილობენ.

გიორგი გვიშიანის სიუჟეტი: ვის ეკუთვნის ქონება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი