ჩორჩანა და კოდა ის სოფლებია, რომლებიც ხელისუფლებამ თითქმის წელიწადნახევრის წინ მედიისთვის დახურულ ზონად გამოაცხადა. ადგილზე არც სამოქალაქო აქტივისტებს უშვებენ, თუმცა "ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას" კამერის კადრებში კარგად ჩანს ის სამუშაოები, რასაც ოკუპანტები ატარებენ.
მოძრაობის ლიდერი, დათო ქაცარავა ვარაუდობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მძიმე ტრქნიკის სადგომები მოაწყვეს. "მთავართან" საუბრისას ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი სავარაუდოდ ქართული საგუშაგოს გაუქმებას ცდილობს.
პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა რუს მომღერალს მასპინძლობს.
"ჩორჩანის პოსტს აი ამ თხრილებთან ჰყოფს მხოლოდ ოკუპირებული წნელისი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეიძლება იყოს მზადება ჩვენი ჩორჩანის პოსტის ფორსირებისთვის და მისი მოშლისთვის. აქედან შეიძლება იწყებოდეს ეს სპეცოპერაცია და მეორე, რაღაც დაშინების მეთოდს წააგავს. პირველი ვერსია ბევრად სიცოცხლისუნარია", - თქვა დავით ქაცარავამ.
მისივე თქმით, 2-3 კვირაა რუსი ოკუპნატები სამხედრო ქმედებებისთვის ემზდებიან.