"საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად" | პუტინის კარის მომღერალმა ლეშენკომ საქართველო დატოვა

გამოქვეყნდა:

პუტინის კარის მომღერალმა, ლევ ლეშენკომ საქართველო დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. 

აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყენაში, მან საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა, - უთხრეს "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში.

რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. 

როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი