"მთავარი არხის" ჟურნალისტს ემუქრებიან | თათია წოწონავამ პოლიციას მიმართა

გამოქვეყნდა:

საჯარო სივრცეში მუქარის გამო გომელაურის უწყებას მიმართავს "მთავარი არხის" ჟურნალისტი თათია წოწონავა. საქმე ეხება 10 ივლისს სოციალურ ქსელ TikTok-ში გავრცელებულ მასალას, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ჩართვას ასახავს, კადრები მუქარის შემცველი ტექსტით არის დასათაურებული. ასეთივე გზავნილებია კომენტარებშიც. 

"სოციალურ ქსელ TikTok-ში ძალიან აქტიურად მემუქრებიან, ალტ ინფოს წარმომადგენლები, ერთმა ადამიანმა დადო ჩემი ჩართვა და მუქარის შემცველ განცხადებებს ვხედავთ ამ ვიდეოში, კომენტარებში კიდევ უფრო უარესი ხდება. ამიტომ, ვინაიდან 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დაცულად არავინ არ ვგრძნობთ თავს, მე ვაპირებ პოლიციას შევატყობინო ამ მუქარის ფაქტზე", - ამბობს თათია წოწონავა. 

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მან ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელშიც მონიშნა, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა, დღეს კი აპირებს, რომ ოფიციალური განცხადება ჩააბაროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი