სვანეთში 10 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი | ადიდებულმა მდინარემ ხიდი და საავტომობილო გზა წაიღო

გამოქვეყნდა:

სტიქია ქვემო სვანეთში - უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ცხენისწყალი. მდინარემ მთლიანად წაიღო ლენტეხი - ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი. ხეობაში მოძრაობა პარალიზებულია, 10 სოფელი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, რომ გზებთან ერთად ადიდებულმა მდინარემ საყდრის ხიდიც გაიტაცა.

"დაიწყო კოკისპირული წვიმა და წყობიდან გამოვიოდა წყალტუბო, ლენტეხი, ლასდილის მიმართულებით ცენტრალური გზა, საყდარის ხიდი მწყობრიდან არის გამოსული. ასევე მწყობრიდან არის გამოსული შიდასასოფლო გზები და სოფლებში მიმავალი გზები და ხიდები წაღებულია. მდინარე ლასკადურა გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზარალა მოსახლეობა",- ამბობს ბადრი ლიპარტელიანი. 

ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი