
ჭრელო პეპელას ვარიანტია ხო? მე ერთი წელი მესმოდა, რატოა შეზღუდვებიო. ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამსრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. მაგალითად, ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის ისრაელში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. წარმოიდგინეთ, იმ სასტუმროში მერე იქიდან ვინმე გამოუშვებს ტურისტს?
- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.