ძლიერი წვიმაა აჭარის რეგიონში - დილიდან გადაუღებლად წვიმს ბათუმში. წყალდიდობის გამო ქალაქის ქუჩები დაიტბორა. წყალმა შეაღწია მოქალაქეთა სახლებსა და ეზოებში. გადაადგილება უჭირს ტრანსპორტსაც. მოქალაქეები ფოტოსა და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
წვიმის შედეგად დაიტბორა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსიც. დაწესებულება ამავდოულად კოვიდცენტრიცაა. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში „უპატრონო ბათუმმა“ გამოაქვეყნა.
გევრდის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისათვის 27 მილიონი ლარი დაიხარჯა წვიმის შედეგად კი სამედიცინო დაწესებულები ე.წ. ნული სართული წყლით დაიფარა.