"არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი ჩვენ წინააღმდეგ" - თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნდა:

"არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ, ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი ჩვენ წინააღმდეგ", - ამის შესახებ "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი, საგადასახადო სამსახურის არხის გაყიდვების სახლში შესვლასთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც მურადაშვილი ამბობს, ეს იყო "ქართული ოცნების" მიერ წინასწარ დაანონსებული ქმედება, რომელიც კრიტიკული მედიის გაჩუმებას ისახავს მიზნად. 

"ეს იყო დაანონსებული, კობახიძემ დააანონსა, რომ თითქოს კრიტიკულ მედიაში შავი ფული ტრიალებსო. ესაა რუსული მეთოდი, იმიტომ, რომ ჩვენ რუსული ხელისუფლება გვყავს. წინა საარჩევნოდ გაყიდვების სახლში შესვლა ნიშნავს, რომ არხს შეუქმნა პრობლემები, იმიტომ, რომ არხი ფუნქციონირებს ძირითადად ერთი შემოსავლით - რეკლამებით, რომელსაც ყიდის ეს გაყიდვების სახლის კომპანია. შესაბამისად, მთავარ ფინანსურ წყაროს, ტელევიზიის მთავარ მამოძრავებელ ძარღვში შევიდა ფინანსური პოლიცია, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ პრობლემები შეგვექმნას", - ამბობს თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, "ამ ხელისუფლებას მუხრუჭი არ აქვს და ისინი ყველაფერს იკადრებენ". როგორც თამთა მურადაშვილი ამბობს, ამ შემთხვევაში არხი განსაკუთრებით გააქტიურდება საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაში, იმისთვის, რომ მათ დაანახონ ხელისუფლების ძალადობრივი სახე. 

მისი თქმით, ეს არაა გეგმიური შემოწმება, რომელიც წესით ერთი წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. 

იხილეთ ასევე:

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი