მორიგი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ინტერვიუს ჩაწერისას,
კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მოქალაქე დავით ბაძგარაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბაძგარაძე, "ალტ-ინფოს" და ვასაძის "ერის" მარდამჭერია. ის ჟურნალსტებს მიეჭრა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.
"მოღალატეები, გამყიდველები, ებრძვით ყველაფერს რაც ქართულია, რაც მნიშნელოვანია ქართველისთვის, წმინდა რაცაა ქვეყნისთვის და ქართველისთვს ყველაფერ მაგას ებრძვით, ამიტომ ხართ უბრალოდ ქვეყნის მტრები", - მიმართა პროვოკატორმა ჟურნალისტებს.
ეს არაა დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, დილით "მთავარი არხის" ჟურნალისტს ინტერვიუს ჩაწერის დროს წყალი გადაასხეს, მოგვიანებით კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ტვ პირველის" ჟურნალისტსაც.