მასშტაბური სპეცოპერაცია აფთიაქებში | მტკიცებულებების მიუხედავად, სუს-ს ჯერ არავინ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ - 6 დიდ ქალაქში შემოწმებულია 27 აფთიაქი, სადაც სუს-ის ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს დაუბრკოლებლად შეეძლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონდარღვევის პირდაპირ მტკიცებულებები აქვს, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სუს-ში აფთიაქების მფლობელებისა და ფარმაცევტების გამოკითხვები მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი