"მთავარი არხის" სარეკლამო გაყიდვების სახლში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ივლისის თვეში შესამოწმებლად 500 კომპანია შემთხვევითად აარჩიეს. კომპანიის იურისტი კი ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდსა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უკავშირებს.
"ცალსახაა, რომ სამთავრობო არხები კომფორტულად გრძნობენ თავს, ხოლო ხელისუფლებამ კობახიძის სახელით უკვე დაგვიანონსა რეპრესიები და ფაქტი სახეზეა, რომ მიმდინარეობს ზეწოლა. ნიშანდობლივია, რომ პერიოდი, როდესაც ისინი ჩვენი გაყიდვების სახლში შეამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდია და არჩევნების შემდგომ და სწორედ ეს პერიოდიც არის მკაფიო, რომ ზეწოლა განახორციელონ კრიტიკულ მედიაზე",- ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.
შემოწმების მიღმა ცალსახად პოლიტიკურ მიზნებსა და რეპრესიულ ინსტრუმენტებს ხედავენ ოპოზიციური პარტიების წევრები. ისინი ამბობენ, რომ "შავი ფული "ქართული ოცნების" რელიგიაა". ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ 5 ივლისს ძალადობის ხაზი გრძელდება და არც დამატებით რეპრესიებს გამორიცხავენ.