მტკიცე სული 2021 - ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ვაზიანის ბაზაზე

გამოქვეყნდა:

საქართველო მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას "მტკიცე სული 2021" (Agile Spirit 2021) მეათედ მასპინძლობს. სწავლება 26 ივლისს გაიხსნა, დღეს კი ქართველი და ამერიკელი სამხედროებმა ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

ქვეყნის მასშტაბით სწავლება 5 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს. ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული.

აშშ-ს მხრიდან კი წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სარდლობის საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.

წვრთნების სცენარი წინასწარ იყო გაწერილი, რომლის მიხედვითაც, ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს ჩრდილოვანი მტერი თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთი პირი დაიჭრა, რომელიც სპეციალური მანქანით, საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სწავლებაში პირველად გამოიყენეს საქართველოს შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა დიდგორი, რომელსაც ცხელი წერტილებიდან დაშავებული მეომრების გამოყვანა ევალება.

საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი