მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები - ჟურნალისტების წერილს პროკურატურა პასუხობს

გამოქვეყნდა:

5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან პროკურატურის მისამართით, დაშავებული ჟურნალისტების მიმართვას, უწყებაში პასუხობენ.

პროკურატურის წერილში ნათქვამია, რომ 5-6 ივლისის საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს მომხდარზე ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარიდან 23 დღის შემდეგ, ორგანიზატორები დადგენილი არ არიან და მათი იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრზელდება.

"ხსენებულ საქმეებზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების, მათ შორის, ორგანიზატორების დადგენის და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით",- ნათქვამია უწყების წერილში.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროკურატურა იტყუება, როცა ამბობს, რომ 23 დღის განმავლობაში უწყებამ აქციის ორგანიზატორების იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, ვინაიდან მათი თქმით, ორგანიზატორები და შემსრულებლები კადრებში ნათლად ჩანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი