ოპოზიცია პარლამენტში რჩება. "ქართული ოცნების" მორიგ პოლიტიკურ ტრიუკს ოპონენტები ბოიკოტით არ პასუხობენ. პარლამენტიდან დემარშით წასვლას არც მთავარი ოპოზიციური პარტია აპირებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხილვა "ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოში, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად მოუწევს, გამონაკლისი მხოლოდ ნიკა მელიაა.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ინტენსიურ მზადებას იწყებს. სწორედ რეფერენდუმზე მიიღებს "ოცნება" მკაფიო პასუხს - ასეთია ოპოზიციის პოზიცია.