გერმანელი დიჯეი Phase Fatale, რომელიც გუშინ, 29 ივლისს, ღამით ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ელექტრონულ მუსიკას უკრავდა და თავს ჰომოფობიური მიზეზებით დაესხნენ, ამბობს, რომ მას კლუბის დაცვის თანამშრომელმა სცემა.
ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით მან საკუთარ "ინსტაგრამზე" დაწერა და გამოაქვეყნა ფოტოებიც, სადაც მიყენებული ფიზიკური დაზიანებები ჩანს.
ღამის კლუბში კი ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დიჯეის მიერ გამოქვეყნებული "ინსტაგრამ სთორიდან" შეიტყვეს. მათი ინფორმაციით შემთხვევა კლუბის გარეთ მოხდა და მასში სავარაუდოდ მხოლოდ გერმანელი სტუმარი მონაწილეობდა. ინციდენტში დაცვის თანამშრომლის მონაწილეობას კლუბის თანამშრომლები კატეგირიულად გამორიცხავენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
იხილეთ ასევე:
თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე | ბათუმში ბერლინელ დიჯეის სცემეს