თბილისში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ

გამოქვეყნდა:

თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის ეძებენ. 

არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

პოლიცია დაკარგულ ქალს ამ დრომდე ეძებს. 

ავსტრალიელი ტურისტის, შანაი ბრუკის, დაკარგვის შესახებ, ინფორმაცია მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ცნობილია, რომ ის საქართველოში მეგობრებთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. 

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი