ხელისუფლება საპატრიარქოსთვის მიწების უსასყიდლოდ გადაცემას განაგრძობს. ამჯერად, 10 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გორისა და ატენის ეპარქიამ მიიღო.
ოპოზიციის ნაწილი მიწების გადაცემას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ჟურნალისტებზე ძალადობას უკავშირებს, რასაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს და ამბობს, რომ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, რადგან საპატრიარქო ამ ადგილას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს.