ქართველი "კანონიერი ქურდი" ავთანდილ კობეშავიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ავთო კოპალას" სახელით იცნობენ, უკრაინდან გააძევეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა ე.წ. "კანონიერი ქურდის" 66 წლის ქუთაისელი ავთანდილ კობეშავიძის, მეტსახელად "ავთო კოპალას" უკრაინიდან დეპორტირება 2021 წლის 10 ივლისს, შაბათს, წარუმატებლად სცადეს.
მაშინ"ავთო კოპალა" ბორისპოლი-ბათუმის რეიზე, თვითმფრინავში პირველი ჩასვეს. თუმცა, თვითმფრინავში ჩაჯდომიდან მალევე ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" საკუთარი პასპორტი შეჭამა, შესაბამისად მისი დეპორტაცია ვერ განხორციელდა.
ცნობილია, რომ ის 2019 წლიდან ინტერპოლით იძებნებოდა.
იხილეთ ასევე: