
სამეგრელოში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა, 34 წლამდე ბიჭი დაიხრჩო.
ცნობილი ხდება, რომ ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იყო, წყალში გადახტომის შემდეგ კი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მან თავი ქვას დაარტყა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ამ წუთებში, პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია