"მთავარი არხის" ინფორმაციით, ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ავსტრალიელ, გარდაცვლილ მასწავლებელს, შანე ბრუკის თავის არეში ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ძალოვანი უწყებიდან წყარო გვიყვება, მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, ის გაძარცვულია. 

შსს-ში ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. ჩვენთან საუბრისას მათ მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ქალის ცხედარი იპოვეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი