პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე | გიორგი მშვენიერაძე გაჟღერებულ ფაქტს ადასტურებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიას მიერ წაკითხულ, სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებს GDI-ის იურისტი გიორგი მშვენიერაძე ეხმაურება. ის ამ ფაქტს ადასტურებს. 

შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და გიორგი ონიანს შორის ნამდვილად შედგა. ანუ, ჩვენს საუბარს აყურადებდნენ, - წერს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ სუს-ის სკანდალური ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც საუბარი გიორგი მშვენიერაძესაც შეეხო. სუს-ის დოკუმენტებში ეწერა, რომ მშვენიერაძესა და გიორგი ონიანს შორის საუბარი შედგა, სადაც GDI-ის იურისტმა, ონიანს, თამთა მიქელაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, თანადგომა აღუთქვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი