უმუშევრად დარჩენილები სპეციალურ ვებ გვერდზე ვერ რეგისტრირდებიან და კომპენსაციების გარეშე რჩებიან

გამოქვეყნდა:

კორონაპანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი სპეციალურ საიტზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. "მთავარ არხს" შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი მონაცემების შევსებისას, იღებენ შეტყობინებას, რომ რეგისტრაცია ვერ გაიარეს, შესაბამისად ისინი ამ მიზეზის გამო, ვერც ფულადი კონპენსაციის განხვილვის პროგრამაში ხვდებიან. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ზარებს არც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ცცხელ ხაზზე პასუხობენ.

მე გახლავართ ადამიანი, რომელსაც 2020 წლის თებერავალში ჩაერიცხა ბოლოს ხელფასი და ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული, თუმცა გუშინ შემთხვევით ელექტრონული რეგისტრაციის ველში აღმოვაჩინე რომ მე ვარ დასაქმებული და აქედან გამომდინარე ვერ მოვხვდები ამ სიაში - ამბობს სოფია ბერიძე

პრობლემები აქვთ ტაქსის მძღოლებსაც. იმის გარდა, რომ ისინი საიტით სარგებლობას ვერ ახერხებენ, ხშირად კომენდანტის საათის გამო ღამის გათენება ქუჩაში უწევთ, რადგან 9 საათამდე სახლში დაბრუნებას ვერ ასწრებენ:

საიტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ვერ ახერხებენ ამ საიტით სარგებლობას, ვერ ახრეხებენ რეგისტრაციას და გარკვეული მათგანისთვის არის სრულიად გაუგებარი როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის განცხადების შევსება. არის ძლიან ბევრი ისეთი მძღოლი, რომელსაც უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია, არ ესმის და არ იცის ინტერნეტით სარგებლობა"  ამბობს "მთავართან" საუბარში "ტაქსი ქლაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი მერაბ კაჭარავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი