აბაშაში, თხილის პლანტაციიდან კაცი დაიკარგა

გამოქვეყნდა:

აბაშაში, თხილის პლანტაციაში გაუჩინარებულ 35 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებენ. დაკარგული ახალგაზრდა თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად, ყოველდღიურ ანაზღაურებაზე მუშაობდა. 

გუშინ ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, პლანტაციის მეპატრონის დაქირავებული მანქანით ადგილზე მიიყვანეს. ადამიანები, კი რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ კრეფის დროს კაცი გუნდს ჩამორჩა, მისი გაუჩინარება კი შესვენების დროს შეამჩნიეს. მუშებმა არ იციან კონკრეტულად როდის, ან რა პირობებში გაუჩინარდა კაცი. ისინი ერთმანეთში დაპირისპირებას ან რაიმე კონფლიქტს გამორიცხავენ. 

თხილნარის ტერიტორიაზე რამდენიმე ხელოვნურ ტბაა, ასევე, ახლოსაა მდინარე რიონი, არსებობს ვერსია, რომ კაცი ტბასთან წყალზე ჩავიდა, ან მდინარეში შევიდა, საიდანაც გამოსვლა ვეღარ შეძლო. 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტელეფონი, ჩანთა და მისი ტანსაცმელი. დაკარგულ ახალგაზრდას ბოლოს სამუშაო სამოსი ეცვა.

სამძებრო სამუშაოებს პოლიცია და სამაშველო სამსახურები აგრძელებენ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი