"ლიტერა" ჩაიშალა - მწერალთა სახლის განცხადება 

გამოქვეყნდა:

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება - ამის შესახებ მწერალთა სახლის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებით ავრცელებს:

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს  საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის.

მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა" ნათქვამია განცხადებაში.

სრულად 

"ლიტერას" კონკურსს ბოიკოტი წელს მწერლების უმრავლესობამ გამოუცხადა. კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 93 წიგნი. 

გამომცემლობა "ინტელექტმა" "ლიტერადან" ყველა წიგნი მოხსნა.

მიზეზად მწერლებმა კონკურსის ჟიურიში, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ჩასმა დაასახელეს და თეა წულუკიანი ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი