23 მაისიდან კომენდანტის საათი უქმდება

გამოქვეყნდა:

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, კომენდანტის საათიც მოიხსნება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა, ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად, ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი