საგურამოში მდებარე, მილიონებად შეფასებული მიწის მფლობელი დაკავებულია. სახელმწიფო ბრალდებულს ტერიტორიის უკანონო მითვისებას ედავება, თუმცა გამოძიების მასალებში აღარ იკითხება, როგორ მოახერხა სამოქალაქო პირმა სახელმწიფო უწყებების გვერდის ავლით, 6 მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე უპრობლემოდ რეგისტრაცია.
პასუხი აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები კარგად იცნობენ იმ დანაშაულებრივ სქემას, როგორ
ითვისებენ კონკრეტული პირები, გასაიდუმლოებული მაღალჩინოსნების დახმარებით სახელმწიფოს კუთვნილებას.
რატომ არავინაა დაკავებული ან დაკითხული იმ მაღალჩინოსნებიდან, ვინც, სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა მიწების უკანონო გადაფორმების სქემაში, ამ საკითხზე მცხეთის მერიაში არ გვპასუხობენ. გვარწმუნებენ, რომ საგამოძიებო უწყებები მერიის საქმინაობით არ დაინტერესებულან და შესაბამისად, არც არავინ დაუკავებიათ.