ექვს საათზე მეტია, მაშველები მტკვარში ადამიანს ეძებენ

გამოქვეყნდა:

უკვე ექვს საათზე მეტია, მაშველები მტკვარში ადამიანს ეძებენ - სამძებრო სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გრძელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ოცამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, მათ შორის მყვინთავები და მცურავი საშუალებები. 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოებში იყენებენ ფსკერის სკანირების სპეციალურ მოწყობილობა "ექოლოტსაც".

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი