მონუმენტი რომელიც შინდისის გმირებისთვის უნდა აღემართათ და პრემიერმინისტრის კიდევ ერთი დაპირება, რომელიც წინამორბედების მსგავსად სიცრუე აღმოჩნდა.
აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგაც დაღუპული სამხედროების ძეგლი ისევ დაუსრულებელია. თავდაცვის მინისტრის რანგში ღარიბაშვილი გმირების ოჯახებს პირადად დაპირდა, რომ იქ სადაც ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტ სახელმწიფოსთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ მემორიალთან ერთად მუზეუმიც აშენდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორია ფაქტობრივად კვლავ ცარიელია.
მემორიალის მოსაწყობად თავდაცვის სამინისტროს მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. მას შემდეგ კი რაც გავრცელდა ინფორმაცია , რომ დაპირების მიუხედავად, მემორიალი ისევ არ არის, ცნობილი გახდა, რომ დაწყებულია გამოძიება, შესაძლო თაღლითობის მუხლით.