90 წლის ასაკში მხატვარი დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

90 წლის ასაკში ცნობილი მხატვარი და გრაფიკოსი დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა. 

ქართველმა მხატვარმა და გრაფიკოსმა 1985 წელს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიიღო, 2006 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა. 

დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორია, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია. ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "გიორგობისთვე", 
„ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.

2016 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი