53 მლნ ლარს საქართველოს რკინიგზისგან რუსული მწარმოებლები საეჭვო გზებით მიიღებენ. ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანია რუსულ თამაშში და მრავალმილიონიანი ტენდერების ჩაწყობაში ამჯერად ავსტრიულმა ჯი-ეს-ელმა ამხილა. როგორ "მთავარ არხს" უცხოური კომპანიიდან განუმარტეს, სავარაუდო კორუფციის შესახებ მოგორვებული მკიცებულებები უკვე გადაუგზავნეს ქართულ საგამოძიებო უწყებებს.
ფაქტი პირველი: შესყიდვის პროცედურა რკინიგზამ 10 ივნისს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 1 ივლისს დახურა. პრეტენდენტებს სულ 21 დღე ჰქონდათ იმისთვის, რომ 53 მლნ-იანი ტენდერის დოკუმენტები დაემუშავებინათ, მომწოდებლებისგან გარანტიები მიეღოთ და განაცხადი გაეკეთებინათ.
ფაქტი მეორე: დოკუმენტაცია მხოლოდ რუსულ და ქართულ ენებზე იყო შედეგნილი. ავსტრიულმა კომპანიამ დეტალების გასარკვევად რკინიგზას ოფიციალური შეკითხვით მიმართა. პასუხი არ მოსულა.
ფაქტი მესამე: დოკუმენტების მიხედვით, რკინიგზა თანახმაა, შეიძინოს მხოლოდ საბაჟო კავშირის რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქცია, ანუ გამოდის, რომ ძვირადღირებული რელსები ან რუსეთში უნდა იყოს ნაწარმოები, ან მის მიერ კონრტოლირებად ევრაზიულ საბაჟო კავშირში.
გარდა იმისა, რომ რკინიგზამ რუსულ ენაზე დოკუმენტების გამოქვეყნებით პრაქტიკულად კონკურსიდან ჩახსნა ევროპელი მწამროებლები, ევრაზიული საბაჟო კავშირისთვის მიცემულმა უპირატესობა ავტრომატურად ჩახნსა სხვა პოსტსაბჭოთა ქარხნებიც. რატომ? რკინიგზა "მთავარი არხის" შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩვენს მიერ სავარუდო კორუფციის შესახებ დასმულ შეკითხვებს მედიამანიპულაციად აცხადებდნენ.
კონკურსში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტის - შპს უნი 2-ის განაცხადი ამჟამად მუშავდება. საკუთარ შეთავაზებაში კი უკონკურენტო მონაწილემ ზუსტად ის თანხა მიუთითა, რომელიც რკინიგზას თადაპირველად ჰქონდა დასახელებელი. ჩნდება ეჭვი, რომ კონკურანსტმა წინასწარ იცოდა, რომ მეტოქე არ გამოჩნდებოდა.
დიდი ხანია, რკინიგზას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს, რომელიც თავის დროზე რუსეთშიც ოლიგარქის ბიზნესიმპერიის სარკინიგზო მიმართულებას კურირებდა. გამოიკვეთება თუ არა ამ საეჭვო გარიგებაშიც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოჯახის კომერციული ინტერესები და რკინიგზის დარღვევები, ეს სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა დაადგინოს. უწყებამ, რომელიც პირადი ცხოვრების შესახებ მოგროვილ ინფორმაციას ივანიშვილს უგზავნის და რკინიგზისვე ნაჩუქარი ძვირადღრიებული ჯიპებით გადაადგილდება.