თბილსერვისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 6 აგვისტოს დილიდან თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ მუშობაზე უარი თქვეს და დედაქალაქი არ დაასუფთავეს.

თანამშრომლები ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. მათი თქმით, კომპანიამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალა, გარდა ამისა, ითხოვენ ხელფასის ზრდასაც.

აქციის მონაწილეები "მთავართან" საუბარში ამბობენ, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მუშაობას არ გააგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი