ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებების ცნობით, 25 სამხედრო კურსანტი საკარანტინო სივრციდან გაიქცა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სააგენტოები იტყობინებიან, დაახლოებით 14 საათზე ახალგაზრდებმა ჩანთები გაამზადეს და საკარანტინო სივრცე დატოვეს.
სამხედრო კურსანტები საკარანტინო სივრცეში მას შემდეგ იმყოფებოდნენ, რაც ისინი რუსეთიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლებიდან საკარანტინო დაწესებულებებმა სულ 250 სამხედრო კურსანტი მიიღო და ისინი საკარანტინო სივრცეში ორი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ.