"თბილსერვისი" გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას მომავალი წლიდან პირდება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
დაპირების მიუხედავად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, ისინი ამ წუთებში ისევ ბელიაშვილზე, ოფისთან არიან შეკრებილი და დასუფთავების მანქანებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.