მთავარი არხისა და ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილი გამოჩენამ მერი კალაძე გააღიზიანა. მაშინ, როცა კალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ფეისბუქ- ლაივით პასუხობდა, მასთან ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. "ოცნების" მერობის კანდიდატმა მისთვის არასასურველ შეკითხვებს ტრადიციულად თავდასხმით და აგრესიით უპასუხა. მან "ნაცარქექია" უწოდა ხაბეიშვილს, "მთავარის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.