
გარდაბანში, მტკვარში მოზარდს ეძებენ.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში უთხრეს, მდინარეში 20-მდე მაშველი, 2 მყვინთავი და მცურავი საშუალებები მუშაობენ და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი წყალში თევზაობისას ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.