ხანძარია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში.
ტყიბულის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ჩაის გამხმარ ბუჩქებსა და გვიმრას უკიდია.
როგორც მერი ამბობს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის, ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.