ჩვენთვის საამაყო კაცთან, ახალგაზრდა კაცთან, ლაშა ბექაურთან ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? - ასე ამართლებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, რეგულაციების დარღვევით ქეიფს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მან ისიც აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდვითარება ძალიან მსუბუქია.
"ჩვენთვის საამაყო კაცთან, ახალგაზრდა კაცთან,ლაშა ბექაურთან ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში, ორივენი ვართ აღნიშნული რაიონიდან. ჩავედი სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები.თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, დისტანციით ვისხედით როგორც შეგვეძლო, ახლა მე შეგეკითხებით, თქვენ გულწრფელად, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპალიტეტში, მე მანამდე ეს გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი",- ამბობს ღარიბაშვილი.
მანამდე კი ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?" გუშინ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.