დაპირისპირება საპატრიარქოს უნივერსიტეტში - ანდრია პირველწოდებულის სახლეობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიზეზი ქართლი ენისა და ისოტრიის კათედრების გაუქმება გახდა.
სერგო ვარდოსანიძე იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რის გამოც თანამდებობს უკვე ახალი სასწავლო წლიდან აღარ დაიკავებს. უნივერსიტეტი მეუფე იაკობის მეთვალყურეობის ქვეშაა. სინოდის წევრი დღეს ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სერგო ვარდოსანიძეს მხოლოდ შვებულების განცხადებაზე მოუწერა ხელი.
"ჯერჯერობით შვებულებაშია, შვებულებას მე მოვაწერე ხელი, გადადგომით ჯერჯერობით გადამგდარი არ არის, შვებულებაშია. ეტყობა უკეთესი საქმე ნახა და იქ წავა, თუ ადასტურებს", - თქვა მეუფე იაკობმა.
ვარდოსანიძე უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე 4 წლის წინ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უვადოდ დანიშნა და მისი გადაყენების უფლება არავის ჰქონდა.