"მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარი შვილი წამართვეს" - სოფო ჯაფარიძე "მედგიდის" დაბლოკვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის მსხვერპლი გახდა, თუმცა ვისგან და რა მიზეზით, ჯაფარიძეს ამაზე საუბარი უჭირს.
არ მინდა ცილისწამება, მაგრამ ალბათ ვიღაცის ინტერესები გადავკვეთეთ და მიზანმიმართული შეტევის შედეგად ამ ეტაპისთვის "მედგიდი" აღარ არსებობს- ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, პლატფორმა, რომელიც სრულიად უანგაროდ, თითქმის 1 წლის განმავლობაში, ურთულეს ეპიდვითარებაში სამედიცინო დახმარებას უწევდა მოქალაქეებს სრულიად უანგაროდ, დღეს აღარ არსებობს.
მისივე თქმით, გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გაირკვეს მომხდარის მიზეზი და ადამიანების დახმარებას ისევ გააგრძელებენ.