ძლიერმა ქარმა გორში 3 საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროსადენები.
ამ წუთებში, სხვადასხვა ლოკაციებზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ქარს თან ახლდა გადაუღებელი წვიმაც, რამაც ქალაქის ქუჩების ნაწილი დატბორა.
ქალაქის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია. არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები.