სამწუხაროდ, ყველა კონსერვაციული ღონისძიება წარმატებული არ არის - UNESCO გელათზე

გამოქვეყნდა:

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნაში საუბარი გელათის სამონასტრო კომპლექსსაც შეეხო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონსერვაციული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ღვთისმშობლის ტაძარზე დამონტაჟებუმა კრამტით გადახურულმა სახურავებმა და წ.მ გიორგის ეკლესიის მუდმივმა ტენიანობამ, კედლების მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემები 2017 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღეს.

"სამწუხაროდ, ყველა კონსერვაციული ღონისძიება წარმატებული არ არის. ღვთისმშობლის ტაძარზე ახლახანს დამონტაჟებულმა კრამიტით გადახურულმა სახურავებმა და წმინდა გიორგის ეკლესიის მუდმივმა ტენიანობის პრობლემებმა, გამოიწვია კედლების მხატვრობისა და მოზაიკის დაზიანება ორივე ეკლესიის შიგნით.

სახელმწიფოს მიერ ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის დროებით გადახურვის ღონისძიება მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა ისეთი გადახურვა, რომელიც ეკლესიას დაცვის საშუალებას მოგვცემს. ეს პრობლემები ამძაფრებს ამ ძეგლის კონსერვაციის მყიფე მდგომარეობას. შემაძრწუნებელია, რომ ეს ვითარება წარმოიშვა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოღებული იქნა",- ნათქვამია დასკვნაში.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე დადგენილებაში, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ 2022 წლის 1-ლ თებერვლამდე, შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარონ გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმისთვის, რომ იქ მიმდინარე პროცესები შეჩერდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც გელათში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობდნენ, ამბობენ, რომ Unesco-ს დადგენილებით დასტურდება, რომ რასაც ისინი ამბობდნენ სიმართლეა და გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარება რთულია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი