შრომის ინსპექციის სამსახურმა აჭარაში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება”, - აცხადებენ უწყებაში.
აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები.