"ცოცხლად არ ჩაგბარდებითო დაიძახა და თავი აიფეთქა" - ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს. ალექსანდრე ონიანმა ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა შინდიდის ბრძოლაში და მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა.

დღეს ონიანი შინდისის გმირების მემორიალთან ყოფილმა მებრძოლებმაც გაიხსენეს. ერთ-ერთი ჯარისკაცი "მთავარ არხთან" ყვება, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და თავი არცერთ ჯარსიკაც არ დაუზოგია.

"რუსები მოგვადგნენ ტაძარი რომ არის, ორი ბეტეერი, ერთი ტანგი იყო, გადაგვატარეს ავტომატების ჯერი. ონიანის ტყვედ აყვანა უნდოდათ, დაჭრილი არისო, ცოცხლად არ ჩაგბარდებითო ერთი დაიძახა და გახსნა, ჩვენ კი დავუძახეთ რას შვები ბიჭოო, გახსნა, ჩაეხუტა თავის ნათლულს, აიფეთქა თავი. ასე იყო ძირითადად ეს ბრძოლა, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, უკან არ დაგვიხევია", - იხსენებს ყოფილი ჯარისკაცი. 

ცნობისთვის, დღეს 11 აგვისტო 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკების ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი და შინდისის გმირების ხსოვნის დღეა.  13 წლის წინ, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი