ბავშვი ყვებოდა, რომ ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა- ჩაქვში კაცს შვილის გაუპატიურებას ედავებიან

გამოქვეყნდა:

ჩაქვში დაკავებულ მამაკაცს, 15 შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას, გაუპატიურებას და ოჯახში ძალადობას ედავებიან.

15 წლის არასრულწლოვნის ინტერესებს, ფონდი "ალქანი" იცავს. ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  მოზარდი მათთან სხვა არასრულწლოვნებმა მიიყვანეს.

"მოზარდი სხვა არასრულწლოვნებმა მოიყვანეს ჩვენთან ორგანიზაციაში, იმიტომ რომ არსად წასასვლელი არ ჰქონდა, იყო ქუჩაში და აპროტესტებდა სახლში დაბრუნებას. ბავშვი ყვებოდა, რომ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის შედეგებს ველოდებით სასამართლოდან - ამბობს თაკო აბაშიძე

რაც შეეხება დაკავებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა სასამართლო სხდომამდე მას ვერ გაასაჯაროებენ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი