"დაწერე პატაკი, წადიო" - გორელი პოლიციელის ლაივი უფროსის კაბინეტიდან, რომელმაც სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, თამაზ ჯოხაძის თქმით, ხელმძღვანელობამ მას სამსახურიდან წასვლა ისე მოსთხოვა, რომ მიზეზი არ განუმარტავს - დაწერე პატაკი და წადი - ასე მიმართა უფროსობამ პატრულ ინსპექტორს, როგორც ამას თავად ჯოხაძე ფეისბუქ ჩართვაში ამბობს.

სწორ4დ ფბ ლაივით ამხილა პოლიციელმა ხელმძღვანელები სავარაუდო პოლიტიკურ დევნაში.

"დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო, წადი. რას ქვია წადი? სამი შვილის მამა ვარ, ესენი შემინახავენ ოჯახს, თუ რა არის? ამათი მე ვერ გავიგე და ვერც თვითონ იგებენ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი" - ამბობს ჯოხაძე ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი