გართულებული ეპიდვითარების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება.
კერძოდ, 3 კვირის განმავლობაში:
- შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
- სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლეიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
- იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა
- კვების ობიექტები ნაცვლად 00:00 საათისა იმუშავებენ 23:00 საათამდე
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ანალოგიური რეკომენდაცია გაიცემა კერძო სექტორზეც.